ოფიციალური ცნობით, სულ მცირე 34 ადამიანია მოკლული და 75 მოქალაქეა დაშავებული თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს, ქვეყნის პრემიერ მინისტრის და სამთავრობო უწყებების ოფისიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მოხდა.
გასულ თვეს სამხედრო ბადრაგზე თავდასხმისას ანკარაში 28 ადამიანი მოკვდა და ათეულობით დაიჭრა.
გასული თვის დაბომბვაზე პასუხისმგებლობა ქურთთა სამხედრო დაჯგუფებამ, "ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა" (TAK) აიღეს. მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის წარმოებული პოლიტიკისთვის სამაგიეროს მიზღვა იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.