ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელმაც სულ მცირე 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორიზმს "მუხლებზე დააჩოქებს".
ერდოღანმა თქვა, რომ თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქება მხოლოდ თურქეთის უსაფრთხოების ძალების გაძლიერებას მოემსახურება.
ანკარაში, ქიზილეის რაიონში, გიუვენ პარკთან (უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო ცენტრი), გუშინ საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მომნაცემებით, სულ მცირე 34 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 125 კი დაჭრილი, მათ შორის 19 სერიოზულად.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, რომ გამოძიება ორშაბათისთვის დასრულდება და დასახელდებაიან ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებელნი.
თურქეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია, მაგრამ სამთავრობო წყაროებს ეჭვი კანონგარეშე გამოცხადებულ "ქურთისტანის მუშათა პარტიაზე" (PKK) აქვთ.
გასულ თვეს, თურქეთში სამხედრო ბადრაგზე თავდასხმისას ანკარაში 28 ადამიანი მოკვდა და ათეულობით დაიჭრა.
გასული თვის დაბომბვაზე პასუხისმგებლობა ქურთთა სამხედრო დაჯგუფებამ, "ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა" (TAK) აიღეს. მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის წარმოებული პოლიტიკისთვის სამაგიეროს მიზღვა იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.