ლევან შონია: პრემიერ მინისტრთან ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხზე საუბარი არ მქონია, გადადგომას არ ვაპირებ
14-03-2016, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პრემიერ-მინისტრთან ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხზე საუბარი არ მქონია, გადადგომას არ ვაპირებ“, - აღნიშნული განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ guardian.ge-სთან საუბრისას გააკეთა.


გუბერნატორის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები და მედიასაშუალებები მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ავრცელებენ აღნიშნულ ინფორმაციას.


„არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მე უკვე დაწერილი  მაქვს განცხადება პოსტიდან წასვლის შესახებ. მსგავს საკითხზე არც პრემიერთან და არც მის წარმომადგენელთან საუბარი არ მქონია. ამ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ გარკვეული ჯგუფები და ეს მიზანმიმართულად ხდება“ - განუცხადა ლევან შონიამ guardian.ge-ს.


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას პოსტიდან წასვლის შესახებ გარვეული მედია საშუალებების მხრიდან ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორებმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს.


შონიას გუბერნატორის პოსტიდან წასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ლევან შონიასა და მისი ახლო ნათესავების თხილის ბიზნესში ერთობლივი ჩართულობისა და აფხაზეთიდან თხილის შემოტანის შესახებ გააჟღერა ინფორმაცია. გუბერნატორმა აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა და ბრალდებები უარყო.


შონიას განცხადებით, წინასაარჩევნოდ, ოპონენტი პარტიის სურვილით, მედია ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას ახდენს როგორც თხილის ბიზნესთან, ისე ნეპოტიზმთან დაკავშირებით.


„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემი ძმა და არც სხვა ნათესავები ჩართული არ არიან თხილის ბიზნესში და არც 12 მარტს გადაცემა ბიზნეს კურიერში ნახსენებ ზუგდიდის ბაზრის ე.წ. ბიზნეს ინტერესებში. აქვე აღვნიშნავ, რომ სიუჟეტში ნეპოტიზმთან დაკავშირებით გაკეთებული აქცენტები, შეიცავდა მხოლოდ ბრალდებებს და იყო სიცრუე.


 ჟურნალისტი ტელეფონით დამიკავშირდა, შეხვედრაზე ყოფნის გამო პრესსამსახურთან გადავამისამართე, თუმცა, ამის შემდეგ თემის გარკვევა ჟურნალისტს არც პრესსამსახურთან და არც ჩემთან უცდია. სიუჟეტში მოხდა მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესის გატარება და რეალურად არ მომხდარა სიმართლის გამოკვლევა“ - აღნიშნულია ლევან შონიას განცხადებაში.


დღეს დილიდან კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან თათბირს მართავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი