საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება. ამასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს.
"ვუერთდები საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას რუსეთის ფედერაციაში უკანონო პატიმრობაში მყოფი ოფიცრის, უკრაინის რადას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრის ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ.
სოლიდარობას ვუცხადებ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინის მთავრობას, რადას წევრებს და ჩემს კოლეგას, ბატონ ვოლოდიმირ გროისმანს ამ რთულ ვითარებაში.
მართალია, რთულია, გჯეროდეს დღევანდელი რუსეთის სასამართლო სისტემის სამართლიანობის, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტოდ ძლიერი პოზიცია გავლენას იქონიებს ნაჩქარევად დაანონსებულ საბოლოო განაჩენზე", - აღნიშნულია უსუფაშვილის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.