პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ვიდეო მასალის ინტერნეტით გავრცელებასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტის, ლაშა ბერულავას დაკითხვა მიმდინარეობს. ბერულავას თქმით, საქმე ეხება ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე მან Facebook -ის საუთარ გვერდზე აღმოაჩინა, რის შემდეგაც მან გააკეთა ე.წ. "სქრინშოტი", ასევე შეინახა იმ გვერდის სახელწოდება, რომლითაც აღნიშნული ვიდეო მის გვერდზე დაიპოსტა. მან სწორედ აღნიშნული მასალები მიიტანა მთავარ პროკურატურაში.
"დილით, როცა ვიდეო ვნახე, "დავსქრინე", წავშალე და დავრეკე საპატრულო პოლიციაში. ისინი ოპერატიულად მოვიდნენ. მივაწოდე ინფორმაცია, შემდეგ ასევე გამომძიებლები მოვიდნენ, გამომკითხეს და ამის შემდეგ დამიბარეს პროკურატურაში," განაცხადა ლაშა ბერულავამ, რომელმაც დილას აღნიშნული განცხადება გაავრცელა:
"ძალიან გვიან გამოვრთე კომპიუტერი, დაახლოებით დილის 05:00 იქნებოდა. გასვლის წინ კედელს ვამოწმებ ხოლმე - ხომ არ დაუსვამს რაიმე შეკითხვა ვინმეს, სპამი ხომ არ არის და ა.შ. ასევე ვიქცევი დილით, როცა ლეპტოპს ვრთავ. გამორთვის დროს მსგავსი არაფერი ყოფილა, ხოლო დილით, როცა დაახლოებით 08:15-ზე "ფეისბუქზე" შევედი და კედელს ჩავუყევი, აღმოვაჩინე, რომ ყველაზე გვიან დადებულ ჩემს სტატუსზე, რომელიც ანკარაში ტერაქტს ეხებოდა, უცნაური ლინკი იყო მოწოდებით: "გაავრცელეთ!"
ფეისბუქის ქრონოლიგია მიჩვენებდა, რომ ერთი საათის წინ იყო დადებული. სქრინები გადავიღე და ცხადია, ლინკი წავშალე, თუმცა, მანამდე ვნახე, რა იყო".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.