ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ "მიუღებელია უნივერსიტეტის საქმიანობაში გარე ძალების, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც სტუდენტებზე ზემოქმედების მცდელობა".
„უნივერსიტეტი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს აკადემიური საქმიანობის სივრცე, სადაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ დამოუკიდებლად სწავლის, სწავლებისა და კვლევის, ასევე საკუთარი აზრისა და მოქალაქეობრივი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა სრული ავტონომიის პირობებში. მიუღებელია უნივერსიტეტის საქმიანობაში გარე ძალების, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც სტუდენტებზე ზემოქმედების მცდელობა. დაუშვებელია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების პოლიტიზება.
გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, სტუდენტთა ნებისმიერი გაერთიანების წარმომადგენლებთან, რათა საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიან და სამართლიან სისტემას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის მმართველი ორგანოები და ადმინისტრაცია უზრუნველყოფენ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრას კონსტრუქციული დიალოგის გზით, რათა თავიდან იქნას აცილებული სტუდენტების შორის დაპირისპირება და ნებისმიერი სახის პროვოკაცია. ღრმად გვწამს, რომ სხვადასხვა პოზიციის მქონე სტუდენტებს ამოძრავებთ უნივერსიტეტის უკეთესი მომავლის სურვილი, რამაც ყველა უნდა გაგვაერთიანოს," აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.