ჯერჯერობით არც ერთი ამგვარი ვიდეოს გამავრცელებელი არ არის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული. სწორედ ამიტომ გათავხედდნენ ეს ადამიანები, - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთა.
"ამგვარი ვიდეოების გავრცელება ანგრევს, ძირს აცლის ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამგვარი ტერორი ვფიქრობ, ძალიან დიდი უბედურების მომტანია ყველასთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, მითუმეტეს, მოახლოებული არჩევნების ფონზე, ვფიქრობ, ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომლის შესაძლებლობებში სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც ვალდებული ვარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და პარლამენტის წევრმა საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდო ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა ძირშივე იყოს აღკვეთილი ამგვარი საშინელებების გავრცელება და ყველა გამავრცელებელს მოსთხოვოს უმკაცრესი პასუხი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მე ამაში ეჭვი მეპარება, ჯერჯერობით არც ერთი ამგვარი ვიდეოს გამავრცელებელი არ არის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული. სწორედ ამიტომ გათავხედდნენ ეს ადამიანები და სერიალის სახე შეიძინა. თუ აქამდე თურქული, ლათინურ-ამერიკული ან რუსული სერიალებით ერთობოდნენ ადამიანები, ახლა არის გაუთავებელი, წარმოუდგენელი სახის პორნო სერიები. ეს უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ბევრად უფრო მძიმეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია," აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.