ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი უწყებები იპოვიან იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს და სათანადოდ დასჯიან. ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.
ელჩის თქმით, მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად მიუდგა, ხოლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება საქართველოს საზოგადოებამ ერთხმად დაგმო.
"მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა მე მაძლევს იმის იმედს, რომ ამ მხრივ საქართველოს საზოგადოება სწორი მიმართულებით მიდის. მე მხარს ვუჭერ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიძიოს ეს ფაქტი," აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.