უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის დაპირისპირების გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს - სტუდენტთა ერთი ნაწილი ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვს
14-03-2016, 05:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის დაპირისპირება გიორგი გაფრინდაშვილის მომხრე და მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქპნდა ადგილი. ინციდენტი საპატრულო პოლიციის და სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ ამოიწურა.


სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები კი, რომლებიც უნივერსიტეტის ფოიეში აქციას მართავენ, რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას ითხოვენ.


მათი აზრით, იმ მოვლენებზე, რაც დღეს უნივერსიტეტში ვითარდება, პასუხი ლადო პაპავამ უნდა აგოს.

 

 

კანცლერობის კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შეჭრას ცდილობდნენ, რა დროსაც სტუდენტებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა, ჭყლეტაში ცუდად გახდა უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი, რომელიც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა.


სტუდენტები ამჟამად ლადო პაპავას კაბინეტთან იმყოფებიან.

 

 

უნივერსიტეტის რექტორი კი აცხადებს, რომ მისი გადადგომა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას გამოიწვევს, ამიტომ ის არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი