საქართველოში ნაგავსაყრელებზე სათბურის აირების გაზომვა პირველად მოხდება და ის რუსთავის ნაგავსაყრელიდან დაიწყება
14-03-2016, 05:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ნაგავსაყრელებზე სათბურის აირების გაზომვა დაიწყება. ნაგავსაყრელებზე გამოყოფილი სათბურის აირების გაზომვა საქართველოში პირველად მოხდება და გარემოზე ნაგავსაყრელების ნეგატიური ზეგავლენა შეფასდება.


რამდენიმე დღის წინათ ქალაქ რუსთავის ნაგავსაყრელზე, USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" (WMTR) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ნაგავსაყრელებიდან გამოყოფილი სათბურის აირების გამზომი პორტატული მოწყობილობა გადასცა.



პროექტის  ფარგლებში კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით საბაზისო კვლევას ითვალისწინებს.  შემუშავებული  მონაცემები გამოყენებული იქნება ნაგავსაყრელების დახურვისა და შემდგომი მოვლისათვის. ხელისმოწერის ცერომონიალს USAID- ის მისიის დირექტორი დაგლას ჰ.ბოლი ესწრებოდა.


აღნიშნული მოწყობილობით მოხდება საქართველოს ნაგავსაყრელებზე გამოყოფილი მეთანის გაზომვა და მისი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შეფასება. გაზომვებიდან მიღებული საბაზისო ინფორმაცია, დაეხმარება საქართველოს შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირებისა და პარიზის კლიმატის ცვლილების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება - შეაფასოს და შეამციროს მეთანისა და სხვა სათბურის აირების ემისიები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ კლიმატის გლობალურ ცვლილებაში. აღსანიშნავია, რომ WMTR პროგრამა მოწყობილობის გადაცემის შემდგომაც განაგრძობს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ საკითხებზე. შემდეგი ეტაპი მოიცავს ტრენინგებს სათბურის აირების გამზომი მოწყობილობის გამოყენების სწავლების მიზნით.


შეგახსენებთ, რომ  ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმებისა და  პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველომ  აიღო  ვალდებულებები მონიტორინგი გაუწიოს კლიმატის ცვლილებებსა და  მეთანის და სხვა აირების შემცირების  საკითხებს. დღემდე, საქართველოს არ გააჩნდა არც  ტექნიკა და არც ტექნიკური ცოდნა, ამ ვალდებულებების შესასრულებლად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი