საქართველოს პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინათ იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც ფარული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ და ემუქრებიან.
"მინდა მოგმართოთ ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ან მსოფლმხედველობისა, მე ვდგევარ თქვენს გვერდით და მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები იმათ მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია ღიად საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო, მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება კიდევ მომავალში და იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ," განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა იმ "შავ-ბნელ" ძალებსაც მიმართა, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების დაშანტაჟებას აპირებს.
"თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი აი, ამ რაღაცა შავ-ბნელი იდეებით არასდროს არ ცხოვრობდა ქართველი, ქართველი, რომელიც იყო თავისუფალი", აღნიშნა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.