თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მას პროკურატურამ გადასცა შს სამინისტროსა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები, რომლის მიხედვითაც, მისი ტელეფონიდან ვერანაირი ინფორმაცია ვერ ამოიღეს.
ელისაშვილის თქმით, მან პირადად ნახა შს სამინისტროს ექსპერტის, ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტის ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ისინი ამბობენ, რომ ტექნიკური საშუალება არ აქვთ ტელეფონში აღადგინონ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ზარები, კონტაქტები და ა.შ. და ორივე დასკვნა დათარიღებულია იანვრით. ელისაშვილის თქმით, შესაბამისად, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას რამდენიმე თვის განმავლობაში მალავდა.
"საოცრებას ვკითხულობდით, არ გვეჯერა, ორი დასკვნა არის შს სამინისტროსი და სამხარაულის ბიუროსი, რომ ტელეფონში ვერაფერს აღვადგენთ იმ ტექნიკური საშუალებებით რაც ჩვენ გვაქვსო, ვერც მესიჯებს, ვერც კონტაქტებს და ვერც ზარებს და რა ვქნათო. სამ თვეს ელოდებოდნენ ამის სათქმელად? ეს დასკვნები დაწერილია იანვარში. ახლა ცდილობენ როგორმე გამოძვრნენ, უბრალოდ "მაგთის" ამონაწერი ეჩხირებათ, რომელიც მე წარვადგინე და რომელიც ადასტურებს, რომ ეკა ბესელიასთან კომუნიკაცია ნამდვილად მქონდა," განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და დაამატა, რომ თავისი ტელეფონის ექსპერტის ჩატარების მიზნით, ნივთის საზღვარგარეთ გაგზავნას გეგემავს.
"სამარცხვინოები არიან, ცდილობენ ეს საქმე ჩაფარცხონ და ხელი დააფარონ ბესელია-კობახიძეს. მე ვიხილე ის მიმოწერა, რომელიც მათ უცხოურ კომპანიასთან ჰქონდა. უნდა გენახათ როგორი სასაცილო იყო ეს მიმოწერა, რომ ისინი ვერ დაეხმარებოდნენ ტელეფონისთვის ექსპერტიზის ჩატარებაში. სამარცხვინოები არიან. პროკურატურა კი არა, სამარცხვინო დუქანია, მოხარშული ხორცის სუნი დგას, რომ შეხვალ, რითიც არიან დაკავებული, სწორედ იმის სუნი დგას," განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.