ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს 80 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.
პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელ პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.
პროექტის ავტორი უმრავლესობაში შემავალი შემდეგი ფრაქციებია: "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული ოცნება - მრეწველები", "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი". პროექტის ინიციატორი კი 80 დეპუტატია – მათ შორის არიან ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები.
"რესპუბლიკელები" ქორწინების თემაზე საკონსტიტიციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ, თუმცა მათი ფრაქციიდან პროექტს ორი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერს ხელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.