თბილისის სავალუტო ჯიხურებში დოლარის და ევროს გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში საგრძნობლად არის დაცემული. დღეს (15 მარტი) დილიდან 1 აშშ დოლარის ყიდვა უმეტეს სავალუტო ჯიხურში 2.365-2.37 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ერთი ევროს ღირებულება 2.63 ლარია.
ეს კი ეროვნული ბანკის მიერ გუშინ (14 მარტი) დადგენილ ოფიციალურ კურსზე 5 პუნქტით ნაკლებია ორივესთან, დოლართან და ევროსთან მიმართებაში. ლარი ბოლო დღეების განმავლობაში, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნულმა ბანკმა გუშინ (14 მარტი) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0083 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.4175 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი ლარი 2.4258 ღირდა.
0.0092 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ოფიციალური ფასი 2.6851ლარი გახდა. ძველი კურსით კი 1 ევროს ღირებულება 2.6943 ლარს შეადგენდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.