ბრაზილიის ყოფილმა ლიდერმა ლუის ინასიო სილვა და ლულამ პრეზიდენტ დილმა რუსეფის წინადადებაზე, დაიკავოს მის მთავრობაში მინისტრის პოსტი, თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი რუსეფი და ყოფილი პრეზიდენტი ლულა ერთმანეთს დედაქალაქ ბრაზილიაში სამშაბათს შეხვდებიან და საბოლოო გადაწყეტილება ამის შემდეგ იქნება გამოცხადებული. ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე ჯერ არ გაკეთებულა.
მმართველი მუშათა პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ლულას დანიშვნა გააძლიერებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადმინისტრაცის. მინისტრის პოსტის დაკავებით, ლულას ასევე კანონიერი მფარველობა ექნება. გასულ კვირას, პროკურორებმა ფულის გათეთრების გამოძიების ფარგლებში მისი დაპატიმრება მოითხოვეს.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა სახელმწიფო სანავთობო კომპანია პეტრობრასთან დაკავშირებული ძიების ფარგლებში, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
ფედერალური პოლციის აგენტებმა ყოფილი პრეზიდენტის სახლში რეიდი 11 დღის წინათ, 4 მარტს მოაწყეს და იგი დაკითხვაზე წაიყვანეს.
პოლიციის მტკიცებით, ლულა, 70 წლის ყოფილი პრეზიდენტი, სახელმწიფო სანავთობო კომპანიიდან უკანონო შემოსავლებს იღებდა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში პეტრობრასის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები და ბიზნესმენები დააკავეს.
ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ქვეყანაში პოპულარული ფიგურაა, უარყო კანონის რაიმე ფორმით დარღვევა და განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.