მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ორი პირი დააკავა.
ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გიორგი ჯამალაშვილი და ადვოკატი, ირაკლი ფხაკაძე არიან.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათი აყვანა სწორედ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ვიდეოკადრებს უკავშირდება.
ჯამალაშვილის ადვოკატ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და არ იცის, რისთვის არის დაკავებული.
ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდა ადვოკატ ფხაკაძის მეუღლე, რომელიც პირად საუბარში აცხადებს, რომ მათი კუთვნილი ბინიდან პირადი კომპიუტერი, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის მობილური ტელეფონები ამოიღეს.
"ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული", - აცხადებს "იმედი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.