თბილისში, ნუცუბიძეზე, გაზის ბალონის აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა. აფეთქება ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოხდა, მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი რამდენიმე ავტომობილიც დაზიანდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.