პუტინის მოულოდნელი განცხადების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალები სირიის დასატოვებლად ემზადებიან
15-03-2016, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის სამხედრო ძალები სირიის დასატოვებლად ემზადებიან მას შემდეგ, რაც გუშინ კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა სირიიდან ძალების გაყვანის თაობაზე. ამის შესახებ BBC წერს.


თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამხედროების გამოყვანის ბრძანება უკვე გასცა.


დასავლეთის ოფიციალური პირები სიფრთხილით მიესალმნენ რუსეთის აღნიშნულ ნაბიჯს და განაცხადეს, რომ ეს სირიის მთავრობაზე მოახდენს ზეწოლას, ჩაერთონ კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში, რომელიც მეორე დღეა გრძელდება.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოულოდნელი ნაბიჯი გუშინ გადადგა და ბრძანება გასცა, რომ სამშაბათიდან რუსეთის მთავარი სამხედრო ნაწილების სირიიდან გაყვანა დაიწყოს. მან კრემლში გამართულ მიტინგზე თქვა, რომ რუსეთის სირიაში ინტერვენციამ დიდწილად მიაღწია თავის მიზანს.


რუსეთი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირეა და კრემლის განცხადებით, ამის თაობაზე ასადი ინფორმირებულია. 2015 წლის სექტემბერში რუსეთის სირიაში შესვლამ, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ბალანსი სირიის მთავრობის სასარგებლოდ შეცვალა და საშუალება მისცა მას აჯანყებულების მიერ დაკავებული ტერიტორიები ხელახლა ჩაეგდო ხელში.


"მიმაჩნია, რომ მისია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებულ ძალებს მთლიანობაში ჰქონდათ დასახული, მიღწეულია," განაცხადა პუტინმა კრემლში შეხვედრაზე და განაგრძო:


"აქედან გამომდინარე, გავცემ ბრძანებას, რომ თავდაცვის სამინისტრომ ხვალ დაიწყოს ჩვენი სამხედრო ძალების მთავარი კონტინგენტის გამოყვანა სირიის არაბული რესპუბლიკიდან."

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი