სერგო რატიანი: „თუ ამას არ გააკეთებს ივანიშვილი, გავაკეთებთ ჩვენ“
15-03-2016, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენი ქვეყანა ბრუნდება 90-იან წლებში, ეს ჰგავს რუსულ 90-იანებს, როდესც ოლიგარქები საზოგადოებას ესაუბრებოდნენ მსგავსი კადრებითა და შანტაჟით“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო რატიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 


რატიანი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას გამოეხმაურა და იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით პარტიას გააჩნია.

 

 

„ჩვენ გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დავარქვით „პირადი თავისუფლების ქარტია“. ინიციატივა ეფუძნება ოთხ მთავარ პრინციპს. პირველი - უნდა გაუქმდეს სუს-ი, პოლიტიკური პოლიცია და ზედამხედველობა. მეორე - უნდა გაუქმდეს ფარული მიყურადებისა და მოსმენების ინსტიტუტი. მესამე - არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი. მეოთხე - სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება, რაც უკავშირდება სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებას. ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე დაგვთანხმდება უმრავლესობა. თუ ამას არ გააკეთებს ივანიშვილი, ამას გავაკეთებთ ჩვენ“ - აღნიშნა სერგო რატიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი