წინასაარჩევნო პერიოდში ყველას აქვს დაინტერესება პოლიტიკური პროცესები მართოს და ამისთვის გამოიყენოს უნივერსიტეტი, - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ ლექტორებთან და პროფესორებთან შეხვედრისას და დაამატა:
"აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის მართული პროცესები, რაც საბოლოოდ უნივერსიტეტს სავალალო შედეგებამდე მიიყვანს".
უნივერსიტეტის რექტორს კონკრეტული პოლიტიკური ძალები არ დაუსახელებია, თუმცა დაამატა, რომ არიან არა მხოლოდ პოლიტიკური ძალები, არამედ არსებობენ ქვეყნის მტრები, ვისაც ქვეყანაში აწყობს არეულობა. პაპავას თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, ის აცნობიერებს არსებულ ვითარებას და გამწვავების თავიდან ასაცილებლად რექტორის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.