თსუ-ს თვითმმართველობის წევრები უნივერსიტეტის რექტორის, ლადო პაპავას კაბინეტში შეიჭრნენ.
როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა განაცხადა, თუკი უნივერსიტეტის რექტორი ვერ ახერხებს სიტუაციის კანონიერ ჩარჩოში მოქცევას, ისინი დაიკავებენ რექტორის კაბინეტს და ლადო პაპავას არ მისცემენ საშუალებას კაბინეტში შევიდეს.
ამ წუთებში სტუდენტებთან მოლაპარაკებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები აწარმოებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.