საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, წყალსადენი სისტემის მოწყობის სამუშაოებზე 936 388 ლარი დაიხარჯება
15-03-2016, 04:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავი წყალმომარაგებით 950 - მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

 

 

პროექტის ფარგლებში იგეგმება რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარების მოწყობა, ასევე აშენდება საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდება. სათავე ნაგებობის კეთილმოწყობის შემდეგ მოეწყობა წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალი, მოხდება მისი შიდა დაქსელვა და აბონენტთა გამრიცხველიანება.

 


გამგეობის ცნობით, წყალსადენი სისტემის მოწყობით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტელი“ აწარმოებს. სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოში დასრულდება.

 

 

მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით, თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 936 388 ლარი დაიხარჯება. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი