ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი ეჭვმიტანილია ფარული ჩანაწერების მასალების გავრცელებაში, ხოლო ვინ დგას მის უკან, გამოძიება დაადგენს, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ გააკეთა.
"მინდა, მადლობა ვუთხრა პროკურატურას და ყველა იმ უწყებას, რომელმაც ოპერატიულად იმუშავა და დააკავა ის ნაძირლები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობა და ადამიანები ტერორში ჰყოლოდათ. რაც შეეხება თვითონ დანაშაულს და მოტივს, ამაზე შესაბამისი უწყებები მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას. მე დარწმუნებული ვარ და საზოგადოებაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ის დრო, როდესაც ადამიანების ცხოვრების ფარული ჩაწერები ხდება, წარსულს არის ჩაბარებული და მათი დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მონდომებულია, რომ ასეთი ტერორი მომავალში არ განხორციელდეს. ერთი ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სისტემურად ახორციელებდნენ ფარულ ჩანაწერებს," განაცხადა ბუკიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.