"მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი პრობლემა, გარდა ერთისა, რომელიც ეხება გადადგომას," აღნიშნული განცხადება თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ ცოტა ხნის წინათ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მას მიაჩნია, რომ მისი გადადგომა "არის უნივერსიტეტის ჩიხში შეყვანა, უნივერსიტეტის დაღუპვა".
"მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უნივერსიტეტი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს", განაცხადა პაპავამ და მის კაბინეტში შეჭრილი სტუდენტების მისამართით თქვა, რომ მათი რექტორის კაბინეტიდან გამოყვანა ძალადობის გარეშე უნდა მოხდეს.
"წესრიგის აღდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ მათ მიერ ნებაყოფილობითი გადაწყვეტილებით, მას შემდეგ რაც შემოვლენ ჩემთან კომუნიკაციაში, ძალადობის გამოყენება როგორ შეიძლება სტუდენტებზე, ეს უნივერსიტეტი ყველასია და სტუდენტებისაც," აღნიშნა ლადო პაპავამ და დაამატა:
"აშკარად, უნივერსიტეტის შენობაში გამოჩნდნენ არა მარტო ჩვენი სტუდენტები, არამედ უცხო პირებიც, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სტუდენტობასთან."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.