ლადო პაპავასა და მის კაბინეტში შეჭრილ თვითმმართველობის სტუდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
15-03-2016, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ წუთებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ლადო პაპავას და მის კაბინეტში შეჭრილ თვითმმართველობის სტუდენტებს შორის შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.


სტუდენტების გარდა შეხვედრას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ესწრება. ლადო პაპავას განცხადებით, ის სტუდენტებს ნებისმიერ თემაზე დაელაპარაკება, გარდა თანამდებობის დატოვებისა.


“მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი პრობლემა, გარდა ერთისა, რომელიც ეხება გადადგომას,” განაცხადა ლადო პაპავამ ცოტა ხნის წინათ ჟურნალისტებთან საუბრისას. მას მიაჩნია, რომ მისი გადადგომა “არის უნივერსიტეტის ჩიხში შეყვანა, უნივერსიტეტის დაღუპვა”.


“მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უნივერსიტეტი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს”, განაცხადა პაპავამ და მის კაბინეტში შეჭრილი სტუდენტების მისამართით თქვა, რომ მათი რექტორის კაბინეტიდან გამოყვანა ძალადობის გარეშე უნდა მოხდეს.


“წესრიგის აღდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ მათ მიერ ნებაყოფილობითი გადაწყვეტილებით, მას შემდეგ რაც შემოვლენ ჩემთან კომუნიკაციაში, ძალადობის გამოყენება როგორ შეიძლება სტუდენტებზე, ეს უნივერსიტეტი ყველასია და სტუდენტებისაც,” აღნიშნა ლადო პაპავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი