ხონის გამგებელმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
15-03-2016, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა.


შეთანხმება მიზნად ისახავს საკონტაქტო და საკონსულტაციო ურთიერთობების დამყარებას, განათლებისა და სამეცნიერო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას.


როგორც guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის თანამშრომლებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს კლვევების ჩატარებაში.


თავის მხრივ, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოხატავს კეთილ ნებას, და საჭიროების შემთხვევაში, მიაწვდის მუნიციპალიტეტს შესაბამისის დარგის მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს.


დღეს მემორანდუმს იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირმა მოაწერა ხელი, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აითვისონ პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტი და სხვა ხასიათის სტაჟირება, მომავალში მათი დასაქმების პერსპექტივის გაზრდის მიზნით.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი