The Guardian: საქართველო შეძრა ფარულად გადაღებული სექსუალური ხასიათის ვიდეოების გავრცელებამ
15-03-2016, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველო შეძრა ორი ფარულად გადაღებული სექსუალური ხასიათის ვიდეოების გავრცელებამ, სადაც ნაჩვენები იყო ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოლიტიკოსები," ამის თაობაზე ბრიტანული "გარდიანი" წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი ოქტომბერში მოსალოდნელი არჩევნების წინ დაშინების კამპანიად მიიჩნიეს.


როგორც ბრიტანული "გარდიანი" წერს, საქართველოს მთავრობამ YouTube-ზე გამოქვეყნებული სექსუალური სცენების შემცველი ვიდეობის კვალის მისაგნებად დახმარებისთვის FBI -ს მიმართა. გამოცემის თანახმად, ორშაბათს გამჟღავნებულ ვიდეოში სავარაუდოდ, საქართველოს მმართველი კოალიციის, " ქართული ოცნების" წევრი ფიგურირებს.


"გარდიანი" წერს, რომ ანონიმური წყაროს მიერ გამოქვეყნებული განცხადება მუქარის შემცველ ტექსტს შეიცავდა და  მიუთითებდა, რომ უფრო მეტ მაკომპრომიტირებელ ვიდეობს გაავრცელებდა, თუკი კოალიციის ორი წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და კარგად ცნობილი ჟურნალისტი მარტის ბოლომდე არ ჩამოცილდებოდნენ თავიანთ საქმიანობას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი