თბილისის სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილ ოფიციალურ კურსზე გაცილებით ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი. დღეს (15 მარტი) საღამოს 1 აშშ დოლარის ყიდვა უმეტეს სავალუტო ჯიხურში 2.29 ლარად არის შესაძლებელი.
ეს კი ეროვნული ბანკის მიერ დღეს (15 მარტი) დადგენილ ოფიციალურ კურსზე 6 პუნქტით ნაკლებია. ლარი ბოლო დღეების განმავლობაში, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნულმა ბანკმა დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3575 ლარი გახდა. გუშინდელი კურსით კი 1 აშშ დოლარის ფასი 2.4175 ლარს შეადგენდა. გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0600 ლარი შეადგინა.
ლარის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6126 ლარად იქნება შესაძლებელი, ძველი კურსით კი მისი ფასი 2.6851 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0725 ლარი შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.