რომან გოცირიძე ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე განცხადებას აკეთებს
15-03-2016, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რომან გოცირიძე. იგი ამბობს, რომ "ეს ვითარება არ არის სტაბილური" და "ყველაფერი შეიძლება მომენტალურად შემობრუნდეს".


გოცირიძე თვლის, რომ ყველაფერი მთავრობის ხელშია და თუ ის შეკვეცავს ბიუჯეტს 500-600 მილიონი ლარით, მაშინ ლარზე "ნაკლები ზეწოლა იქნება."



"ლარი მკვეთრად გამყარდა. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ იგი ერთი თვის წინ მკვეთრად არ უნდა დაცემულიყო ( 2,39-დან 2,50-მდე). ის ფაქტორი, რამაც მისი გაუფასურება გამოიწვია, ნაწილობრივ მოხსნილია. ეს იყო მთავრობის მიერ ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებაში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა ე.წ. დეფიციტური ხარჯვით, რასაც ძველი ნაშთებიდან ბიუჯეტის დაფინანსება ჰქვია. წინა თვის ბოლოს მან 264,8 მილიონ ლარს მიაღწია.


რა მიზეზებმა გაამყარა ლარი:


1. დეფიციტური ხარჯვის შემცირება


2. ბიუჯეტიდან მიმდინარე თვის პირველ ნახევარში ხარჯვის ფაქტობრივი გაჩერება( გაიცა მხოლოდ პენსიები და აუცილებელი თანხები)


3.იანვართან შედარებით ექსპორტის გარკვეული გამოცოცხლება( იანვარში ექსპორტმა იკლო 22 პროცენტით, თებერვალში 11-ით). თებერვალში ექსპორტი 36,5 მილიონი დოლარით გაიზარდა იანვართან შედარებით.


4. უცხოეთიდან გადმორიცხვების ზრდა(იანვარში 66,5 მილიონი დოლარი, თებერვალში 79,9. თანაც ტრანსფერტების კლების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. იანვარში იკლო წინა წლის შესაბამის პერიოდთთა შედარებით 11, 8 პროცენტით, თებერვალში მხოლოდ 2,6-ით),


5.ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.


6. და ყველაზე მთავარი, დღევანდელი მკვეთრი გამყარების მიზეზი: დღეს დღგ-ს გადასახდის გადახდის ბოლო დღეა და მასობრივად ხდება დოლარების გაყიდვა ვალდებულებების დასაფარავად. მარტში ხდება წლიური მოგების გადასახადების გადახდაც და საწარმოები ცდილობენ ახლავე იყიდონ ლარები, გამომდინარე დოლარის გაუფასურების ფაქტიდან.


7. გარკვეულ როლს აჟიოტაჟიც თამაშობს. ზოგი იცილებს დოლარს შემდეგი გაუფასურების შიშით.


8. და ბოლოს, დათბა. ნაკლები ვალუტა გადის გაზისა და სხვა "საზამთრო" საქონლის შესაძენად.


ეს ვითარება არ არის სტაბილური. ყველაფერი შეიძლება მომენტალურად შემობრუნდეს, ყველაფერი მთავრობის ხელშია. შეკვეცავს ბიუჯეტს 500-600 მილიონი ლარით, ნაკლები ზეწოლა იქნება, არ შეკვეცავს, მაშინ შემოდგომაც მოვა," წერს გოცირიძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი