დარწმუნებული ვარ, მინისტრი გამონახავს გზას, რომ უნივერსიტეტის ავტონომიის დარღვევის განცდა არავის შეექმნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ განათლების მინისტრთან და სტუდენტებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
"თუ ვიმსახურებ საყვედურს, კი ბატონო, მე ამასთან დაკავშირებით არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ამჟამად მთავარია მშვიდობიანად გადაწყდეს ის, რაც უნივერსიტეტში დაიწყო. დღეს ჩვენ ყველა ვნერვიულობთ. ხვალ დავმშვიდდებით და უკეთესად გავაანალიზებთ ყველაფერს. პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან საქმიანი, რომ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უნივერსიტეტში არსებული პრობლემები გადავჭრათ", - განაცხადა ლადო პაპავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.