ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებმა გამგეობის სამსახურებისა და იურიდიული პირების ანგარიშები მოისმინეს
15-03-2016, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიებმა გამგეობის სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების ანგარიშები მოისმინეს.


როგორც guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახური და შპს „ხობი, დასუფთავება და განათება“ შესაბამისი კომისიისა და ბიუროს წევრების წინაშე ერთწლიანი მუშაობის ანგარიშით წარსდგნენ და გაწეული საქმიანობისა  და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს.


კომისიის წევრების მხრიდან დაისვა პრობლემური საკითხები. კერძოდ, ქალაქის მოწესრიგება-დასუფთავების; მსხვილფეხა პირუტყვის ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და ქალაქში არსებული მოუვლელი სასაფლაოების პრობლემატიკის შესახებ. რეკომენდაცია გაეწია გამგეობის სამსახურს გამოიყოს სპეციალური მუშა-ჯგუფი და მოხდეს არსებული პრობლემის დროულად მოგვარება.


დღესვე ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა ასევე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა.


როგორც აღნიშნული სამსახურის უფროსმა, დავით ჭოჭუამ განაცხადა, დროულად მოხდა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოზე წარმოდგენა, განხილვა და დამტკიცება. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმარება, რისთვისაც შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.


ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციითვე, ერთწლიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრებს ასევე გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურმაც წარუდგინა.


როგორც სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ აღნიშნა, ხობის მუნიციპალიტეტი თანხების ათვისების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა და პროექტების განხორციელება ვადების დაცვით ხდება. კომისიის წევრების მხრიდან დაისვა საკითხი ქალაქში არსებული მაწანწალა ძაღლების გაყვანა-გარიდების თაობაზე, ასევე ისაუბრეს ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, კერძოდ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დაღვრისა და მისგან წარმოშობილი ანტისანიტარული მდგომარეობის აღმოფხვრის აუცილებლობაზე. კომისიის წევრებმა მოუწოდეს სამსახურის წარმომადგენლებს, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს აღნიშნული პრობლემის გადაჭრა.


დღესვე საკრებულოს შესაბამისი კომისიის წევრებმა გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსის ზაზა კუპრეიშვილის მიერ წარდგენილი ანაგარიშიც მოისმინეს.  


ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, გამგეობის სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენა  გაგრძელდება.


16 მარტს იგეგმება ხობის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურების მოსმენა.

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგეობის სამსახურებისა და იურიდიული პირების ანგარიშების წარდგენას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი