საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზებს და ოსებს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებით სარგებლობას სთავაზობს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციიდან მიმართა.
"ასოცირების პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს. ამიტომ მინდა აქედან მივმართო ჩვენს ძმებს - აფხაზებს და ოსებს - თქვენ, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, სრულად ხართ ამ პროცესის თანაზიარი და თანამონაწილე. მე მჯერა, რომ თქვენ ისარგებლებთ ყველა ამ სიკეთით - იქნება ეს ევროკავშირთან ბიზნესის კეთება, უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ სხვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.