ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ წელს საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვევა
15-03-2016, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"იმედი მაქვს, რომ საქართველოს ივნისში ან ცოტა უფრო მოგვიანებით ვეწვევი“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 


ქერიმ, სიტყვით გამოსვლისას, სირიის კრიზისსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე გაამახვილა ყურადღება. მანვე საქართველოს მთლიანობისა და კავკასიის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 


„აშშ საქრთველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ჩვენ მივესალმებით ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური პირობები უმჯობესდება, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. განუყოფელი საქართველო კავკასიის რეგიონის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია. ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და მის კონტრტერორისტულ ღონისძიებებს რეგიონალური მასშტაბით. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გვერდში ვუდგავართ ქვეყანას იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია უფრო მჭიდრო ინტეგრაცია აშშ-სთან და ევროპასთან. საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი მეგობარია. გვინდა ქართველ ხალხს გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა“ - აღნიშნა ჯონ ქერიმ.

 

 

მიხეილ ჯანელიძისა და ჯონ ქერის ერთობლივი განცხადებების თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი-2" ავრცელებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი