მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერის, რომელიც ამერიკის მთავრობამ და ხალხმა შეიტანა იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ მიაღწია
15-03-2016, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერის, რომელიც ამერიკის მთავრობამ და ხალხმა შეიტანა იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ მიაღწია - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში სახელმწიფო მდივანთან, ჯონ ქერისთან ერთობლივი განცხადების ფორმატში გააკეთა.  


"საქართველომ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიაღწია მნიშვნელოვან ეონომიკურ და პოლიტიკურ პროგრესს. დღესაც ჩვენს მთავრობას დაგეგმილი აქვს საკმაოდ გაბედული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემების განვითარების მიმართულებით. აქვე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს სწრაფვას ნატოსა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ. საქართველოს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ძალზე ეფექტური გამოდგა და თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნული შედეგების მიღწევაში და ჩვენ განვაგრძობთ წარმატებულ თანამშრომლობას და ერთად მუშაობას მრავალი მიმართულებით. ეს გახლავთ ჭეშმარიტი მეგობრობა, რომელიც ემყარება ერთობლივ ღირებულებებსა და ინტერესებს. ჩვენ მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერის, რომელიც ამერიკის მთავრობამ და ხალხმა შეიტანა იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ მიაღწია. სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების მყარი პოზიციისა და მხარადჭერისთვის, რასაც ის იჩენს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. იმედს ვიტოვებთ, რომ კონფლიქტები გადაწყდება მშვიდობიანად და ვიპოვით ერთობლივ გამოსავალს საერთაშორისო პარტნიორების, აშშ-ს, სხვა ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით," განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


აღნიშნული განცხადების სინქრონული თარგმანი "რუსთავი2"-ის ეთერით გავრცელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი