ირაკლი შოთაძე: პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები პროკურატურაში გადაგზავნილ ფაილებში არ შედიოდა
15-03-2016, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები პროკურატურაში გადაგზავნილ ფაილებში არ შედიოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

"ჩვენთან გადმოიგზავნა სხვა ხასიათის ჩანაწერები. ამ ფაილებზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მოცულობიდან გამომდინარე ამ ფაილების ანალიზს, დათვალიერებას და ექსპერტიზას სჭირდებოდა შესაბამისი დრო, თუმცა, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ. ეს ის ფაილებია, რომლებიც არ განადგურდა და ჩვენთან გამოიგზავნა. 

 

 

საქართველოს პროკურატურა სუს-თან და შსს-სთან ერთად ძალიან აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, რათა დადგინდეს და მხილებულ იქნას ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენი პირები. ამისთვის ყველა შესაბამის, საჭირო ღონისძიებებს ვატარებთ. ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე სამართლებრივი დახმარების თხოვნით მივმართეთ უცხოური ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს. ვფიქრობთ, გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს და შედეგებს საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი