საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს აჭარაში ჩადის. გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი სამკურნალო დაწესებულება პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.
პრემიერ მინისტრი ასევე დაათვალიერებს მრავალფუნქციურ სასტუმრო საცხოვრებელ კომპლექს "Porta Tower-ს", რომლის მშენებლობაც 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.
პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის „IUHB" გახსნის ცერემონიას დაესწრება. ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი და 400 ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. მაღალი სამედიცინო-ტექნოლოგიური სტანდარტებით და მაღალი კლასის მომსახურებით გამორჩეული კლინიკა, რეგიონის მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს აჭარაშივე იყვნენ უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.