თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები აქციების შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, სანამ ლადო პაპავა რექტორის თანამდებობას არ დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია განათლების მინისტრის მოადგილის, გია შარვაშიძისა და ლადო პაპავას სტუდენტურ თვითმმართველობებთან გვიან ღამით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
"თუ წავა რექტორი თანამდებობიდან, ჩვენ დავტოვებთ უნივერსიტეტის შენობას," განაცხადა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა.
"მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი პრობლემა, გარდა ერთისა, რომელიც ეხება გადადგომას," აღნიშნული განცხადება თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მას მიაჩნია, რომ მისი გადადგომა "არის უნივერსიტეტის ჩიხში შეყვანა, უნივერსიტეტის დაღუპვა".
"მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უნივერსიტეტი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს", განაცხადა პაპავამ და დაამატა:
"აშკარად, უნივერსიტეტის შენობაში გამოჩნდნენ არა მარტო ჩვენი სტუდენტები, არამედ უცხო პირებიც, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სტუდენტობასთან."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.