გურიაში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა
13-06-2014, 04:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მდინარე სუფსაზე არსებული დამბა გაირღვა და წყალი 70-ზე მეტი ოჯახის კერძო საკუთრებაში მიედინება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 


სამინისტროს ინფორმაციით, ამ წუთებში გურიაში გადაუღებლად წვიმს, რამაც რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცირე მეწყერული ჩამონაშალია დაფიქსირებული საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე. ასევე, განადგურდა საყანე ფართობები, დაზიანდა მილხიდები და სანიაღვრე არხები.

 


როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გურიის მოსახლეობას ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს.

 


"ამ წუთებში გურიაში გადაუღებლად წვიმს, რამაც რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოვლენების საქმის კურსში იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთვება.

 


ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცირე მეწყერული ჩამონაშალია დაფიქსირებული საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე. ასევე, განადგურდა საყანე ფართობები, დაზიანდა მილხიდები და სანიაღვრე არხები. ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მდინარე სუფსაზე არსებული დამბა გაირღვა და წყალი 70-ზე მეტი ოჯახის კერძო საკუთრებაში მიედინება.

 


ამ დროისათვის, პირველად სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აწარმოებენ. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

 


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გურიის მოსახლეობის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი