ელჩების სამუშაო ჯგუფი ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებას გამოხატავს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენ ვგმობთ მსგავსი ბოროტი განზრახვების ყველა ფორმას და მივესალმებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად გაკეთებულ მკაცრ განცხადებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ელჩების სამუშაო ჯგუფის მიესალმება ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ერთიანობას მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ.
"ეფექტური, გამჭვირვალე და დაჩქარებული გამოძიება ახლა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ეს საკითხი დასრულდეს, მაშინ როდესაც საზოგადოება ჩართულია კონსტრუქციულ დიალოგში ადამიანის უფლებებისა და პირადი ცხოვრების უფლებების დაცვისა საკითხში", - აღნიშნულია ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.
ელჩების სამუშაო ჯგუფი საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს აერთიანებს და მის მუშაობას კოორდინირებას უწევს გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.