თსუ-ს დოქტორანტები ვლადიმერ პაპავას მოუწოდებენ, რომ არ გადადგეს რექტორის თანამდებობიდან
16-03-2016, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები თსუ-ს რექტორს, ვლადიმერ პაპავას მოუწოდებენ, რომ არ გადადგეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მათი აზრით, რექტორის მიერ პოსტის დატოვება ამ ვითარებაში, უფრო მეტ პრობლემას მოუტანს უნივერსიტეტს.


“ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები, ვგმობთ: უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში სტუდენტთა ნაწილის შეჭრას; სენატის სხდომის ძალადობრივი გზით ჩაშლას; კანონის დარღვევით პროტესტის გამოხატვის სხვა დაფიქსირებულ ფორმებს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უნივერსიტეტში არ შეფერხდეს სასწავლო და სამეცნიერო პროცესი. ამასთან, მოვითხოვთ, გაუქმდეს ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ხელს უშლის უნივერსიტეტში თავისუფალი სააზროვნო სივრცის შექმნას და საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის ავტონომიას. ჩვენი აზრით, უნივერსიტეტის არჩეული რექტორის გადადგომა ამ ვითარებაში, უფრო მეტ პრობლემას მოუტანს უნივერსიტეტს. მოვუწოდებთ ვლადიმერ პაპავას, არ გადადგეს თანამდებობიდან. დაპირისპირებულმა მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის და საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში უნდა მიაღწიონ შეთანხმებას”, – ნათქვამია განცხადებაში.



განცხადებას ხელს აწერენ: გია ბერიძე, ცოტნე ჟღენტი, ლაშა დიდიძე, ლანა სულაკაძე, ვახტანგ ჩქარეული, გიორგი მორჩილაძე, გიორგი მიქელაძე, გვანცა კიკნაძე, ლილი ნინოშვილი, ქეთევან ღამბაშიძე, სალომე ტყებუჩავა, ირაკლი დანელია, ქრისტინე ოდიშვილი, სალომე დანელია, ნინო ზურაშვილი, თამარ ღუტიძე, დავით ფაღავა, ნინო ლობჟანიძე, თამთა ტურაშვილი, ვლადიმერ ხიხაძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი