უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ბოლო დროს ინტერნეტით გავრცელებეული ფარული ვიდეო ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყოს მომზადებული და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ამის გადაბრალება ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის და დღევანდელი ხელისუფლებისთვის უნდათ.
,,არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომზადებულია მათ მიერ, რადგან ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერი გატანილია აქედან. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს ჩანაწერები აქაც იყოს დასაწყობებული ერთ ადგილზე. ისინი ამას იყენებენ ერთმანეთის შანტაჟისთვის და მეორე მხრივ, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. თუ ვინმეს არ აწყობს აღნიშნული ჩანაწერების გამომზეურება, ეს არის ხელისუფლება. ხელისუფლება მაინც პასუხისმგებელია ყველა იმ მოვლენაზე, რაც ქვეყანაში ხდება. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის ისეთი სახის დანაშაული, რომელიც შეიძლება ჩადენილი იყოს ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიიდან.
მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მათ მიერ და მათი სატელიტური პარტიების მიერ, რომელიც შემდგომში ამას იყენებენ არცთუ ისე წარმატებით, ხელისუფლების წინააღმდეგ და ამის გადაბრალება ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის უნდათ.
გამოძიება ეფექტური რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ამის ადრიდანვე აღკვეთა. იმის სათავეების მაქსიმალურად ამოძირკვა, რომლებმაც ამას ჩაუყარეს საფუძველი", -განაცხადა მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.