დღეს "მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარე კახა ძაგანიამ და პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურა თენაძემ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც „სი-ტი პარკს“ ჩამოერთმევა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაჯარიმებისა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება.
“ოთხი წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და დღემდე „სი-ტი პარკის“ პრობლემა მოუგვარებელია. მან ვერ მოახერხა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოსებისთვის გადაეკეტა „სი-ტი პარკის“ მიერ მოქალაქეებისგან უკანონოდ ამოღებული თანხები. დღემდე „სი-ტი პარკის“ დაფინანსებით „ნაცმოძრაობა“ აქტიურობს არჩევნებში და ხელს უწყობს ქვეყანაში არეულობების მომზადებას.
2007 წლის 7 დეკემბერს ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ“. ხელშეკრულებამ, ამოქმედებიდან მოკლე ხანში გამოიწვია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელების სამართლიანი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მოიმატა პარკირების გადასახადმა და დღემდე არ არის დაზუსტებული რა დარღვევისათვის ახდენს შპს „სი-ტი პარკი“ ავტომობილის გადაყვანას სპეციალურ საჯარიმო სადგომზე. ეს ხელშეკრულება არაერთხელ გახდა საზოგადოების მხრიდან მსჯელობის საგანი, თითქოს იყო მცდელობაც მასში ცვლილებების შეტანის, რადგან მიაჩნიათ, რომ იგი კორუფციულია, თუმცა ამ მცდელობებს დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ამისი მიზეზი კი არაერთია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების გამარტივების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის, 125-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 1252 მუხლის რედაქციებში შევიდეს ცვლილებები და მათი შინაარსი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
დედაქალაქის ტერიტორიაზე, პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას საქართველოს შ.ს. სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ 10 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ავტოტრანსპორტს, რომელიც არღვევს მოცემული კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, დაექვემდებარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ან მისგან უფლებამოსილი პირის მიერ სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანას“ - ნათქვამია „მემარცხენე ალიანსის“ საკანონმდებლო წინადადებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტს კახა ძაგანიამ და ზურა თენაძემ წარუდგინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.