გიორგი კვირიკაშვილი: მინდა ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში დაწყნარდება სიტუაცია, გავატაროთ ის ცვლილებები, რომელსაც ისინი ითხოვენ
16-03-2016, 05:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ მდგომარეობაზე დღეს კომენტარი ბათუმში გააკეთა.


"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და მათი აზრი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ რეფორმებში, რომელიც არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი მთავრობის ახალი ოთხპუნქტიანი გეგმის. როგორც უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და რა თქმა უნდა, ვიზიარებ ერთი მხრივ სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მას შემდეგ, რაც დაწყნარდება სიტუაცია, მინდა ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ გავატაროთ ის ცვლილებები, რომელსაც ისინი ითხოვენ და მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას. უმაღლესი განათლება საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს. ჩვენ მზად ვართ, უბრალოდ ამას სჭირდება დრო და ამას ჩვენ გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი