საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ 80 მილიონი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტზე მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. 80 მილიონი ევროდან 8 მილიონი საქართველოში წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება და ის 200 000 ადამიანისთვის წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული პროექტი "წყლის მოდერნიზაცია 1" პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. "წყლის მოდერნიზაცია 2" ხუთ წელზე გათვლილი პროექტია და მის ფარგლებში მიღწეული იქნება ისეთი საკვანძო ამოცანები, როგორიცაა არსებული წყალმომარაგების ქსელის განახლება, ქსელში ახალი მომხმარებლების ჩართვა, მომსახურების უფრო მაღალი დონის დანერგვა და წყლის დანაკარგების შემცირება, რაც წყალმომარაგებას გააუმჯობესებს. ამჟამად პროექტი მოიცავს 28 ქალაქს, რომლებიც შემდეგ რეგიონებში მდებარეობს: სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი.
პროექტი მოიცავს როგორც მთავარ ქალაქებს, ასევე პატარა სოფლებსაც. პროექტის საერთო ღირებულების 80 მილიონი ევროდან, ევროკავშირი უზრუნველყოფს გრანტს საერთო ოდენობით 8 მილიონი ევრო, ევროპის საინვესტიციო ბანკი სესხს - 40 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო აზიის განვითარების ბანკის სესხი 32 მილიონ ევროს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.