ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
16-03-2016, 05:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინათ გამოაცხადა.

 


საქმეზე პროცესი 2 საათის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

 


პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა იმ მოტივით დააყენა, რომ პროცესზე პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია უნდა განხილულიყო. შესაბამისად, მისი თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ ამა თუ იმ პირის იდენტიფიცირება მომხდარიყო.

 


დაცვის მხარე და თავად ბრალდებულები მიიჩნევდნენ, რომ სხდომის დახურვას ან მის ღია ფორმატში ჩატარებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის თქმით, "დასამალი არაფერი აქვს".



პროცესზე პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, დაცვის მხარემ კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი