"საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის" ფარგლებში, "ეტალონის" შემოქმედებითმა გუნდმა საგანმანათლებლო-შემეცნებით მედიაპროექტ „ეტალონში" ინტელექტუალური შეჯიბრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გამართა. მასში მონაწილეობა კი ნინოწნიმდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 41-მა უფროსკლასელმა მოსწავლემ მიიღო.
როგორც guardian.ge -ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მოსწავლეთა შორის დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირება წარიმართა. შეჯიბრში გამარჯვებულად კი სოფელ ჰეშტიას #2 საჯარო სკოლის ( დირექტორი ლ. აროიანი) მე -9 კლასის მოსწავლე სურენ კარაპეტიანი გამოვლინდა. მან ნინოწმინდის "ეტალონი მოსწავლის" ტიტული მოიპოვა.
ინტელექტუალურ თამაშს ესწრებოდნენ როგორც ახალგაზრდების მშობლები, პედაგოგები, გულშემატკივრები, ასევე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ჰენზელ მკოიანი, მუნიციპალიტეტის გამგებელი - გაგიკ კარსლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე - სუმბატ კიურეღიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიებაში ნინოწმინდის სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.