"მე დამრჩა ასეთი განწყობა, რომ ჩვენი შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი," - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა საკითხზე და რამდენიმე თემასთან დაკავშირებით წინ გადავდგით ნაბიჯი, რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს, იქ რამდენიმე საკითხიც წავწიეთ წინ.
ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია იმ დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ხდება საოკუპაციო ხაზზე", - განაცხადა აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის გრიგორი კარასინის ქართულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ "მათ აქვთ თავისი პოზიცია".
"რამდენადაც მე ვიცი, ამის შესახებ თქვენთანაც ისაუბრა ბატონმა კარასინმა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს შორის არის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები", -აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.