"ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს და საარჩევნო პროცესიდან გამოთიშვას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება მერაბ თოფჩიშვილმა მარნეულში, საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
თოფჩიშვილის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მან კანდიდატურა მოხსნა, რაც სიმართლეს არ შეეფერება და იგი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. "ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.
კითხვაზე - აქვს თუ არა მას კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალური შტაბის მხარდაჭერა, თოფჩიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია მხარს უჭერს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დეტალური კონსულტაციების გავლისა და პარტიის ლიდერებთან შეხვედრისთვის ვერ მოიცალა, რადგან სოფელ-სოფელ დადიოდა და საკუთარ ამომრჩეველს ინფორმაციას აწვდიდა, რომ კანდიდატურა არ მოუხსნია.
რამდენიმე წუთში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატი მხარდამჭერებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავს.
საარჩევნო შტაბთან რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. ისინი თოფჩიშვილის მხარდასაჭერად მარნეულის ქუჩებში ავტომანქანების კოლონით სიმბოლური მსვლელობის მოწყობას აპირებენ.
გუშინ, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კოალიცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მარნეულში ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოიხსნას.
"კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მარნეულში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, აგრეთვე თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია, მიიღო გადაწყვეტილება ურჩიოს მარნეულის ,,ქართული ოცნების" კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა დღეს ცესკო-ს წარმომადგენელმა განაცახდა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიციის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი კანდიდატად მაინც რჩება. როგორც ცესკოში განმარტავენ, კანდიდატურის მოხსნის ვადები ამოწურულია, ბიულეტენების ბეჭდვა დაწყებულია და ცვლილებები ამ ეტაპზე შეუძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიულეტენებში თოფჩიშვილის გვარი მაინც იქნება შეტანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.