თბილისის პროკურატურაში ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა დასრულდა. პროკურატურის დატოვების შემდეგ ჯამალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაკითხვა ძალიან მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის შვილმა, ვასილ ჯამალაშვილმა აღნიშნა, რომ ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"დაკითხვა ძალიან მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა. არანაირი ზეწოლა პროკურატურის მხრიდან არ ყოფილა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერანაირ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ვასილ ჯამალაშვილმა და დაამატა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებზე წვდომა მას არასოდეს ჰქონია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.