ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამგეობის სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა დღესაც გაგრძელდა.
გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და მისი კოორდინირების ქვეშ მყოფმა იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა მათ მიერ გაწეულ საქმიანობასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.
როგორც guardian.ge -ს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს წევრების მხრიდან დაისვა მწვავე კითხვები და გამოითქვა წუხილი, რომ სოფლად არსებული ბიბლიოთეკები თითქმის არ მუშაობს და არ ხდება იმ რესურსის სწორად გამოყენება, რაც სადღეისოდ ამ მიმართულებით არსებობს. საუბარი შეეხო ასევე იურიდიულ პირებში დასაქმებული კადრების გადამზადებას, რათა უფრო მოქნილი და საინტერესო გახდეს ბიბლიოთეკის ფუნქცია და რაც მთავარია, მოხდეს მკითხველის დაინტერესება, მოეწყოს პრეზენტაციები და ლიტერატურული საღამოები, ასევე ჩატარდეს სხვა ტიპის ღონისძიებები.
ერთწლიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრებს ასევე წარუდგინა გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურმა.
გამგეობის სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.